20 სექტემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ოკუპაციის გამო, არ შეგვიძლია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და მხარი დავუჭიროთ მათ - რატი იონათამიშვილი

გაეროში შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა კონფერენციის მე-16 სესიაზე გაიმართა. გენერალურ დებატებში მონაწილეობა რატი იონათამიშვილმა მიიღო და საქართველოს სახელით განცხადება გააკეთა.

გაეროში გენერალური დებატები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს დაემთხვა.

"დღეს, ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, სადაც ადამიანის უფლებების მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ოკუპაციის გამო, არ შეგვიძლია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და მხარი დავუჭიროთ მათ.

ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო ზომას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა უფლებების დარღვევების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის მუდმივი გააქტიურების გზით.

საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არაერთი საქმე მოიგო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მძიმე დარღვევების ჩათვლით.

ჩვენ, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ბევრი გავაკეთეთ და დიდი მსხვერპლი გავიღეთ არამხოლოდ ოკუპაციასთან ბრძოლაში, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ გლობალური უსაფრთხოების პროცესებში, როცა ნატოსთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში ქართველი ჯარისკაცები მსოფლიო მშვიდობას იცავდნენ.

ჩვენ გვყავს საერთაშორისო მისიებში დაჭრილი 300 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა უმეტესობა დღეს არის პარაათლეტი და პარაოლიმპიური მოძრაობის გზით ცვლის სამყაროს უკეთესობისკენ.

და ბოლოს, დღეს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღეს ჩვენ არ ვულოცავთ ერთმანეთს, არამედ ვახდენთ ფოკუსირებას პრობლემურ საკითხებზე, რადგან შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის ვალდებულება ჩვენ გვაქვს ყოველ დღე და ყველა დონეზე. და ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ შშმ პირთა უფლებების ეფექტური დაცვა სხვა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების ეფექტიან დაცვასაც ნიშნავს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები