04 მაისი 2024,   19:48
ვრცლად
ვინ არის ლაშა ნინიძე, რომლის ქმედებამ მოზარდი სუიციდამდე მიიყვანა - ტრაგედიით დასრულებული საზარელი დანაშაულის დეტალები "კურიერმა" გაარკვია

23 წლის ლაშა ნინიძე უმძიმეს დანაშაულშია ბრალდებული. პირი, რომელსაც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტში ადანაშაულებენ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხოდ ტოვებს და დუმს.

დანაშაულის დეტალებზე დღეს ლაშა ნინიძეს არც სასამართლო დარბაზში უსაუბრია. მოგვიანებით კი, პროცესი მედიისთვის დაიხურა.

სასამართლო პროცესის დახურვამდე გაირკვა. რომ 23 წლის მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევია. "კურიერის" ინფორმაციით, ნინიძე დღემდე პირობითი მსჯავრის ქვეშაა. ის ქურდობისთვის გაასამართლეს.

დაკავებულის ინტერესებს ირაკლი აბაშიძე იცავს. თუმცა ჟურნალისტების კითხვებს ადვოკატიც გაურბის.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მამაკაცი 15 წლის მოზარდთან სექსუალურ კავშირს სისტემატურად ამყარებდა. ამასთან ერთად არასრულწლოვან გოგოს შეურაცხყოფასაც აყენებდა და ამცირებდა. მსხვერპლმა ზეწოლას ვეღარ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონა მე-15 სართულიდან გადმოხტა.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმის პროკურორი ამბობს, რომ უკვე მოპოვებული მტკიცებულებებით დაკავებულის ბრალი დამტკიცდება.

დაკავებულს მოსამართლემ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე განუსაზღვრა. წინასასამართლო სხდომის შემდეგ საქმის არსებით განხილვა დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნინიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები