20 სექტემბერი 2024,   04:09
ვრცლად
ორფოლოს პოლიგონზე, მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურის - გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ვიცე-პოლკოვნიკს ორფოლოს პოლიგონზე, საველე სწავლების დროს მეხი დაეცა.

დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზევე აღმოუჩინეს და დაუყონებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.

დღის ამბები