20 სექტემბერი 2024,   03:54
ვრცლად
კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში, მონაწილეობა რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მონაწილეებისთვის გაიმართა პრეზენტაციები საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებელთა დაცვის მექანიზმი, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება.

სემინარის მონაწილეები გაეცნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკურ მონაცემებს და მოხდა პრაქტიკული საქმეების განხილვა.

დღის ამბები