20 სექტემბერი 2024,   04:10
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო უმაღლეს შეფასებას იღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო უმაღლეს შეფასებას იღებს. ქვეყანა დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში.

ანგარიშში ვკითხულობთ , რომ საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევას არ იშურებს და მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს, მათ შორის, ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და გამოძიების კუთხით.

ანგარიში 188 ქვეყანას მოიცავს. საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ე.წ. გაფართოების ქვეყნებს შორის, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს და ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, შვედეთის, ლუქსემბურგის გვერდითაა.

დღის ამბები