20 სექტემბერი 2024,   04:07
ვრცლად
სახალხო დამცველმა ორხევში სოციალური საცხოვრისი დაათვალიერა

სახალხო დამცველი ორხევში ჩავიდა, სადაც სოციალური საცხოვრისი დაათვალიერა. ლევან იოსელიანი ბენეფიციარებს ესაუბრა. მისი განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი არსებული პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება. 

"ამ ადამიანებს სჭირდებათ ყურადღება, ამ ადამიანებს და გარემოს სჭირდება მოწესრიგება თუ ისინი აქ დარჩებიან და სჭირდებათ ისეთ პირობებში ცხოვრება, სადაც ელემენტარულად, ნორმალურად დაძინებას შეძლებენ. იმიტომ რომ აქ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც, არიან ბავშვები, მრავალსულიანი ოჯახები და ამ პირობებში მათი ყოფნა არანაირ სტანდარტში არ ჯდება,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი.   

დღის ამბები