20 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
დიდ დიღომში დაკარგული ბავშვი ცოცხალი იპოვეს

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგო იპოვეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაკარგული ბავშვის ნათესავი, აკო ახალაია წერს.

"ვიპოვეთ! მე არ ვიცი, მართლა არ ვიცი როგორ გადავიხდით ამხელა გვერდში დგომას! მადლობა ადამიანებო!" - წერს აკო ახალაია Facebook-ზე.

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი ტაბატაძე კი facebook-ზე შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს წარწერით: "ბავშვი იპოვეს, მეგობრებო. მეტი დეტალი არ ვიცი."

შეგახსენებთ, რომ 11 წლის გოგოს რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკარგული. ძებნაში აქტიურად იყო ჩართული დიდი დიღმის მოსახლეობა. 

 

დღის ამბები