20 სექტემბერი 2024,   04:14
ვრცლად
მტკვარში ენდემური სახეობის თევზების შენარჩუნებისა და გამრავლების მიზნით 30 000-მდე ლიფსიტა გაუშვეს

მდინარე მტკვარში ენდემური სახეობის თევზების შენარჩუნებისა და გამრავლების ათწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო.

ზაჰესის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალისტებმა მტკვრის ფაუნისთვის დამახასიათებელი 3 სახეობის - ველური კობრის, წვერასა და ხრამულის, ჯამში, 30 000-მდე ლიფსიტა გაუშვეს.

მიზანი მათი ბუნებრივი რაოდენობის შენარჩუნება და დაცვაა. ლიფსიტების გაშვება ყოველ 2 წელშია დაგეგმილი.

დღის ამბები