თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიბერდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეთა პირად მონაცემებში უნებართვოდ შეაღწიეს და სხვადასხვა ანგარიშზე არსებული თანხა მიითვისეს.
ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 000 ლარს აღემატება.