29 აგვისტო 2026,   02:38
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, თავდამსხმელი დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ზურაბ ჯაფარიძეს თავს გუშინ, გორში დაესხნენ. თავდასხმის შედეგად მან დაზიანება თვალის არეში მიიღო. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული გორში მცხოვრები სოსო მაისურაძეა, რომელმაც გუშინ სოციალური ქსელით აღიარა, რომ თავდამსხმელი სწორედ ის არის. მიზეზად კი ჯაფარიძის ბოლო დროინდელი განცხადებები დაასახელა, რომელიც, მაისურაძის თქმით, ახალგაზრდების კერძო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ემსახურება.

ჯაფარიძე რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

დღის ამბები