20 სექტემბერი 2024,   04:04
ვრცლად
მიგრანტების გემის ჩაძირვის შემდეგ, სულ მცირე 500 ადამიანს დაკარგულად მიიჩნევენ

საბერძნეთის სანაპიროსთან, მიგრანტების გემის ჩაძირვის შემდეგ, სულ მცირე 500 ადამიანს დაკარგულად მიიჩნევენ. ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დაკარგულებს შორის, ქალები და ბავშვებიც არიან. რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, 78 ადამიანი დაიღუპა.

ვარაუდობენ, რომ გემზე 750 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათ ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები