მასშტაბური პროექტი საქართველოში. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მიმდინარე "მუსიკალური საღამოები" შედგა ხელვაჩაურშიც.
მუნიციპალიტეტის ცენტრში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. იყო გასართობი, შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები. დღე გალა კონცერტით დასრულდა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ქართველი მომღერლები წარდგნენ.