20 სექტემბერი 2024,   04:13
ვრცლად
ანტიკორუფციული სააგენტოს ორგანიზებით, კორუფციის პრევენციის საკითხებზე გამართული საინფორმაციო შეხვედრების მორიგი ეტაპი დასრულდა

ანტიკორუფციული სააგენტოს ორგანიზებით კორუფციის პრევენციის საკითხებზე გამართული საინფორმაციო შეხვედრების მორიგი ეტაპი დასრულდა, შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებმა მიიღეს. გაიმართა პრეზენტაციები საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ინტერესთა შეუთავსებლობა, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.

დღის ამბები