20 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
საქსტატი: მიმდინარე წლის I კვარტლის მონაცემებით, საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს - "საქსტატმა" 2023 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მონაცემი გამოაქვეყნა.

2023 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 16 მილიარდ 470 მლნ. ლარს გაუტოლდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა.

მშპ-ს ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა - ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა და ვაჭრობა. 2023 წლის პირველი კვარტლის მაღალი ეკონომიკური აქტივობა აისახა როგორც დასაქმების ზრდაზე, ასევე საშუალო ხელფასებზე. დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასები 18.7 პროცენტით არის გაზრდილი და 1,716 ლარს შეადგენს.

დღის ამბები