20 სექტემბერი 2024,   04:15
ვრცლად
პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება.

"მეორე საკითხი ეხებოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მოგეხსენებათ, ადრეც გვქონდა დაანონსებული, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 200 ლარი გახდა დახმარება. ჯამში წლევანდელ ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება და ამ ბავშვებს უკვე 200-ლარიან დახმარებას გადავუხდით. წლის განმავლობაში ჯამში ნახევარ მილიარდ ლარამდე გადავიხდით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დღის ამბები