20 სექტემბერი 2024,   03:56
ვრცლად
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ღამე დედაქალაქში გაათენა - მაღაროელები 16 საათზე პარლამენტის შენობიდან აქცია-მსვლელობას აანონსებენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ღამე დედაქალაქში გაათენა - მათ პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი განაგრძობენ პროტესტს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნაა ხელფასის მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

"დღის განმავლობაში, 16:00 საათზე ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის შენობიდან მსვლელობას, მშვიდობიან აქციას "ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისთან, რათა სამუშაო პროცესში გავაგონოთ ჩვენი ხმა. მოთხოვნები, ამ ეტაპზე, არის ხელფასის მატება, გარკვეული პროცენტული ოდენობით. ამაზე შეიძლება საუბარი," - აცხადებს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, "ჯორჯიან მანგანეზში" ამბობენ, რომ დასაქმებულებს ხელფასების ეტაპობრივ ზრდას სთავაზობენ, ასევე გამოთქვამენ მზაობას, მაღაროელებთან ერთად შეიქმნას სამუშაო კომისია, რომელიც გაფიცულთა მოთხოვნებს და დასაქმებულთა სამუშაო პირობებს შეისწავლის.

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები