20 სექტემბერი 2024,   04:02
ვრცლად
პარლამენტმა სუროგაციასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო - კანონპროექტის შესწავლაში მონაწილეობას ჯანდაცვის უწყება, ექსპერტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ

პარლამენტმა სუროგაციასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე მუშაობა უკვე დაიწყო - კანონპროექტის შესწავლაში მონაწილეობას ჯანდაცვის უწყება, ექსპერტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც მიიღებენ. პროექტის დამტკიცებას გარკვეული დრო დასჭირდება.

საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს, გულისხმობს სუროგაცია-დონაციის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაშვებას და მისი კომერციალიზაციის აკრძალვას.

მთავრობის მოტივი ბავშვებით უკანონო ვაჭრობისა და ქალების ტრეფიკინგის რისკების შემცირებაა, ამავდროულად ქვეყნის შიგნით დემოგრაფიის მხარდაჭერა.

"იქნება განხილვები ჯანდაცვის სამინისტროს სფეროს წარმომადგენლებთან, კომიტეტშიც საკმაოდ გვყავს ამ დარგის სპეციალისტები, ასევე თითოეული კომიტეტის წევრიც. ვთვლი, რომ ეს სფერო უნდა დარეგულირდეს. მთავარი დაინიცირების მომენტისთვის რაც ჩვენ ვიცით ეს არის, რომ სუროგაცია აიკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იმიტომ, რომ არის მონაცემები იმისა, რომ სუროგატი დედებისთვის, სუროგაციით გაჩენილი ბავშვების, სხვადასხვა გზებით ხდებოდა მათი ლეგალიზება, გაყვანა და ა.შ.," - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.

რაც შეეხება მმართველი გუნდის ოპონენტებს, ახალ ინიციატივას კრიტიკულად აფასებენ და არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებებმა სუროგაციის სერვისების გაძვირება გამოიწვიოს.

დღის ამბები