20 სექტემბერი 2024,   04:03
ვრცლად
როგორ ასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას - ევროკომისია დღეს და ხვალ ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს მოხსენებას წარუდგენს

როგორ ასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას - ევროკომისია დღეს და ხვალ ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს მოხსენებას წარუდგენს. შეხვედრები ბრიუსელსა და სტოკჰოლმში გაიმართება.

ორივე შეხვედრაზე იქნება პოლიტიკური შეფასებებიც, რა მიმართულებით მიდის საქართველო და აქვს თუ არა ქვეყანას პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.

ოქტომბერში ევროკომისია უკვე შეფასების დეტალურ ანგარიშს წარადგენს, რომელიც საფუძვლად დაედება დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას - მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

დღის ამბები