20 სექტემბერი 2024,   04:01
ვრცლად
"დადიოდნენ დილაობით და მიჰქონდათ ველოსიპედზე აკიდებული რაღაცები, რომელსაც შემდეგ აბარებდნენ"- რას ჰყვებიან ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების ნაცნობები

არასრულწლოვანებით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 38 წლის მოქალაქე ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ეწეოდა არასრულწლოვანი გერების შრომით ექსპლუატაციას.

ბრალდებული მათ ნაგვის ურნიდან სხვადასხვა ნივთის შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას კი სრულად ითვისებდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები მას არ დაემორჩილებოდნენ, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 

მეზობლები ამბობენ, რომ დილაობით ხშირად ხედავდნენ, თუ როგორ მიჰქონდათ ბავშვებს ჩასაბარებლად სხვადასხვა შეგროვებული ნივთი, რომლებსაც ქუჩაში და ნაგვის ურნებთან ეძებდნენ.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები