20 სექტემბერი 2024,   03:46
ვრცლად
საია - 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირის სასარგებლოდ შს სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაევალა 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაევალა - ამის შესახებ ინფორმაციას "საია" ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა, სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი.

დღეს, 20 ივნისის მოვლენებიდან 4 წელი გავიდა. 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო გამოსვლა საპარლამენტო მართლმადიდებლური ასამბლეის სესიის დროს, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციის დაშლა გვიან ღამით დაიწყეს. კლინიკებში მოხვდა 200-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 80 სამართალდამცველი. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა. დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმაც. 


 

დღის ამბები