03 მაისი 2024,   09:26
ვრცლად
ჯო ბაიდენის ვაჟი ხუთწლიანი გამოძიების შემდეგ აპირებს, აღიაროს ბრალი საგადასახადო და იარაღის დანაშაულთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი ხუთწლიანი გამოძიების შემდეგ აპირებს, აღიაროს ბრალი საგადასახადო და იარაღის დანაშაულში.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, ის შეთანხმებას დადებს ფედერალურ პროკურორებთან. საქმე ეხება ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იარაღის უკანონო ტარებას და გადასახადისგან თავის არიდებას.

გარიგების თანახმად, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ბაიდენის შვილს პატიმრობას არ შეუფარდებენ, თუმცა მას მოუწევს ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობა და მონიტორინგის ქვეშ ყოფნა. შეთავაზებული გარიგება მოსამართლის მიერ უნდა იყოს დამტკიცებული.

უცნობია, როდის გამოცხადდება ჰანტერ ბაიდენი სასამართლოში, რათა აღიაროს დანაშაული. როგორც ამერიკული პრესა წერს საპრეზიდენტო კამპანიის პირობებში, ჯო ბაიდენს მომხდარმა შესაძლოა ამომრჩვლების ხმები დააკარგვინოს.

დღის ამბები