20 სექტემბერი 2024,   03:59
ვრცლად
ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები 37 000 ბილეთი უკვე გაყიდულია

ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები 37 000 ბილეთი უკვე გაყიდულია. ბილეთები დილიდან ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge, BSA.ge, ასევე Super App-ის აპლიკაციაში. მათი ფასი 125-დან 1 450 ლარამდე მერყეობს, რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს.

საქართველო ბრუნო მარსს 1-ელ ოქტომბერს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია "Starring Georgia-ს" ფარგლებში, მსმენელის წინაშე "დინამო არენაზე" წარდგება.

"Starring Georgia" პრემიერ-მინისტრის, ინიცირებული კამპანიაა, რომელიც "Black Sea Arena-ს" გუნდთან ერთად ხორციელდება.

დღის ამბები