03 მაისი 2024,   14:35
ვრცლად
თეთრი სახლის ინფორმაციით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა რეალურია - რა ვითარება უკრაინაში ომის 482-ე დღეს

უკრაინაში ომის 482-ე დღე - საოკუპაციო ძალის მორიგმა მასშტაბურმა იერიშმა ფიასკო განიცადა. ოკუპანტის მიერ გაშვებული 30 უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 28 ჩამოაგდო. მათგან ორი ათეული - კიევის თავზე.

ირანული წარმოების "შაჰედის" ტიპის 2 საფრენი აპარატი ლვოვში აფეთქდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაზიანებულია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.

სამოქალაქო პირები არ დაშავებულან ზაპოროჟიეზე მიტანილი იერიშის შედეგად. გვიან ღამით რუსულმა არმიამ რამდენიმე სამოქალაქო ობიექტს "ს-300" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით შეუტია. არტილერიით დაიბომბა ხერსონის ოლქი. აგრესორის ჭურვებმა 1 მშვიდობიანი იმსხვერპლა. მძიმედ დაშავდა 3 სამოქალაქო პირი.

დანაკარგი აქვს აგრესორსაც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გასული 24 სათის განმავლობაში 1010 რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს. აფეთქებულია რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა.

პოზიციების დასაცავად ემზადება რუსეთი. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი უკვე აანონსებს უკრაინის მოსალოდნელ შეტევებს. რაზეც, მისი თქმით, პასუხისმგებლობა ვაშინგტონს და ლონდონს დაეკისრება. ამის გამო კი სერგეი შოიგუს განცხადებით, ოფიციალური კიევი დაისჯება.

ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება გამოიყენოს. კრემლის მუქარას რეალურს უწოდებს ჯო ბაიდენი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ კალიფორნიაში, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით 2 წლის წინ, მაშინ როცა ის კოლორადოს დაშრობაზე ნერვიულობდა, ისე უყურებდნენ თითქოს შეშლილი იყო, ისევე როგორც ახლა, როცა პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებ საუბრობს.

ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი აქტუალური 2 კვირის წინ ბელარუსში რუსული ტაქტიკური შეიარაღების განთავსების შემდეგ გახდა. ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ მიწოდებული და განლაგებული რაკეტების სიმძლავრე 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებულ ბომბებს რამდენჯერმე აღემატება.

 

დღის ამბები