20 სექტემბერი 2024,   04:16
ვრცლად
"თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება" - ოთარ ჩხარტიშვილის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

"თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება" - ამ სახელწოდებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ოთარ ჩხარტიშვილის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებიდან და მხატვრის ოჯახის კოლექციიდან ჩხარტიშვილის 60 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენის მხარდამჭერია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 

დღის ამბები