20 სექტემბერი 2024,   03:56
ვრცლად
ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც გეგმური საველე სწავლების დროს მეხი დაეცა, გარდაიცვალა

ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც გეგმური საველე სწავლების დროს მეხი დაეცა, გარდაიცვალა.  ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ჯარისკაცის ახლობლები ავრცელებენ.

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს დაეცა. 

დღის ამბები