20 სექტემბერი 2024,   04:05
ვრცლად
მოიწვიეთ დამოუკიდებელი აუდიტორი, თუ კომპანიაში რაიმე რეზერვებს ვნახავთ, რომ თქვენ ეს 10 მილიონი დოლარი მოგიმატოთ ხელფასები, მზად ვართ - ლაშა თუთბერიძის შეთავაზება გაფიცულ მაღაროელებს

"ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი, ლაშა თუთბერიძე გაფიცულ მაღაროელებს სთავაზობს, მოიწვიონ დამოუკიდებელი აუდიტორი, რათა გადაამოწმონ, აქვს თუ არა კომპანიას საშუალება ხელფასები მოთხოვნილი 15%-ით გაზარდონ.

როგორც გენერალური დირექტორმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, კიდევ ერთი შეთავაზებაა, რომ ხელშეკრულებაში ჩაიწეროს დათქმა გეგმის შესრულების შესახებ, რის შემთხვევაშიც მოხდება ხელფასის ავტომატური ზრდა.

"დღესაც მზად ვართ და გვაქვს სურვილი, რომ აღდგეს სამუშაო პროცესი და გვაქვს შეთავაზებებიც. თუ ჩვენი ეს ციფრები არ არის თქვენთვის მისაღები, მოიწვიეთ დამოუკიდებელი აუდიტორი, ვნახოთ, თუ კომპანიაში რაიმე რეზერვებს ვნახავთ, გამოვძებნით იმის საშუალებას, რომ თქვენ ეს 10 მილიონი დოლარი მოგიმატოთ ხელფასები, მზად ვართ, რომ გადაგიხადოთ.

მარტივად რომ ვთქვათ, გამოსავალი რაშია - ან უნდა მქონდეს, დამიდასტუროთ და მოგცეთ, ან ვიშოვო და მოგცეთ. მეორე წინადადებასაც ვთავაზობთ, - დავსხდეთ, ვისაუბროთ, მივაღწიოთ შედეგს, რასაც გავაკეთებთ, ერთობლივად დავთქვათ, გიმატებთ ხელფასის სახით. იგივე კოლექტიურ ხელშეკრულებაში გავაკეთოთ დათქმა/ჩანაწერი, როგორც უპირობოდ, ინფლაციის ინდექსიდან გამომდინარე ვაკეთებთ ხელფასის მატებას, მსგავს სიტუაციებში გავაკეთოთ ხელფასის მატება და მათი ინტერესი იყოს ისეთივე, როგორიც ჩვენი ინტერესია, რომ დიდხანს ვაარსებოთ და ვაფუნქციონიროთ საწარმო ჭიათურაში.

 

დღის ამბები