20 სექტემბერი 2024,   04:02
ვრცლად
დღეს, ვართ იმ სიტუაციაში ორივე მხარე, როდესაც ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით, ჩვენ გვჯერა ჩვენი დასაქმებულების გონიერების, დიალოგის, ურთიერთნდობის - "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი

ჩვენ დღეს ვართ იმ სიტუაციაში, ორივე მხარე, როდესაც ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით,- ამის შესახებ, "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ​ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

თუთბერიძე გაფიცულ თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმები და გადავიდნენ დიალოგის რეჟიმზე.

"ნამდვილად არ არის ჩვენი სურვილი, რომ კომპანია გავაჩეროთ და დავხუროთ. ჩვენ გვჯერა ჩვენი დასაქმებულების გონიერების. სამწუხაროდ, რამდენიმე შეხვედრაზე მოვისმინე ის პათოსიც, რომ ჩვენ იმისათვის ვიშიმშილეთ, რომ ჩვენ დავმარცხდითო?! მე ვიტყოდი, რომ ასეთი ტერმინები არცერთი მხარისათვის არ არის მისაღები, რომ ვიღაცა დამარცხდა და ვიღაცამ გაიმარჯვა.

ჩვენ დღეს ვართ იმ სიტუაციაში, ორივე მხარე, როდესაც ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით. მე მჯერა დიალოგის, ურთიერთნდობის, დიალოგის გაგრძელების, იმ ურთიერთ დათქმების ხვალინდელ დღესთან და მომავალთან მიმართებაში და ჩვენი დასაქმებულების გონიერების.

ნამდვილად არ არის სასიამოვნო და სამწუხაროა გამოხატვის ის რადიკალური ფორმები, რასაც ეს დღეებია ჩვენ ვხედავთ და საჭიროა, რადიკალური გამოხატვის ფორმებს შევეშვათ და გადავიდეთ კონსტრუქციულ დიალოგზე,"-განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.

დღის ამბები