02 მაისი 2024,   08:20
ვრცლად
საქართველო "ნეტფლიქსის" ყველაზე რეიტინგულ ფილმში "დახსნა 2", სადაც მთავარ და ეპიზოდურ როლებს 15-მდე ქართველი მსახიობი ასრულებს

ქართველები ჰოლივუდში - დიდ ეკრანებზე "ნეტფლიქსის" დაკვეთით გადაღებული ფილმი "დახსნა 2" გამოვიდა, რომელშიც მთავარ და ეპიზოდურ როლებს 15-მდე ქართველი მსახიობი ასრულებს. თორნიკე გოგრიჭიანი, თინათინ დალაქიშვილი და თორნიკე ბზიავა ამერიკულ ტრილერში ჰოლივუდის ვარსკვლავ კრის ჰემსვორტთან ერთად თამაშობენ.

სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირი, რომლის როლსაც ჰემსვორტი ასრულებს, ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას ებრძვის.

"დახსნა 2" ჩეხეთსა და ავსტრიაშია გადაღებული, ფილმში გამოყენებულია დიალოგები ქართულ ენაზეც, მათ შორის ქართულად საუბრობს კრის ჰემსვორტიც.

ჰოლივუდური ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში, ლინკოლნის ცენტრში გაიმართა, პრემიერას ცნობილი ვარსკვლავი მეტ დეიმონიც ესწრებოდა. თავად კინოსურათის ნახვის საშუალება კი მაყურებელს 16 ივნისიდან აქვს. "დახსნა 2" დაახლოებით 150 მილიონ მაყურებელზეა გათვლილი და ის უკვე შეფასდა როგორც "დახსნა ერთზე" უკეთესი კინოსურათი.

დღის ამბები