20 სექტემბერი 2024,   04:12
ვრცლად
საქართველოს პარლამენტმა "ტროფი ტურის" ფარგლებში მსოფლიო ჩემპიონატის თასს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტმა "ტროფი ტურის" ფარგლებში მსოფლიო ჩემპიონატის თასს უმასპინძლა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები და საქართველოს ნაკრების წევრები ესწრებოდნენ.

ქართველმა კალათბურთელებმა, ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობის შესაძლებლობა. "ტროფი ტური" გულისხმობს მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდისთვის დაწესებული თასის მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატში.

წელს თასმა მოგზაურობა აფრიკიდან დაიწყო. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 26 აგვისტოს კაპო ვერდესთან, მეორეს სლოვენიასთან და მესამეს, ვენესუელასთან გამართავს. 

დღის ამბები