20 სექტემბერი 2024,   04:02
ვრცლად
რუსთავის მერია სპორტის განვითარების ახალ კონცეფციაზე იწყებს მუშაობას

რუსთავის მერია სპორტის განვითარების ახალ კონცეფციაზე იწყებს მუშაობას. დაგეგმილი რეფორმების და უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ, ნინო ლაცაბიძემ რუსთაველ სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

300-მდე სპორტსმენს რუსთავის მერი ეტაპობრივად შეხვდა და მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. 2023 წელს, რუსთავს საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბის სულ 70 ჩემპიონი ჰყავს.

გაიზარდა მწვრთნელების ხელფასები და გაორმაგდა წარმატებული სპორტსმენების სტიპენდიები. გარემონტდა რამოდენიმე სპორტული დარბაზი, მიმდინარეობს სკოლების სპორტული სივრცეების რეაბილიტაცია და ახალი შიდასაუბნო მოედნების მოწყობა. 

დღის ამბები