20 სექტემბერი 2024,   04:08
ვრცლად
ქართული ღვინო კორეის რესპუბლიკაში - სეული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

ქართული ღვინო კორეის რესპუბლიკაში. სეული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია მონაწილეობს.

სამი დღის განმავლობაში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებს გააცნონ.

გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ესწრებოდნენ.  

 

დღის ამბები