რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფების, "ვაგნერის" ოფიციალური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, 180-მა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ იარაღი დაყარა და უარი თქვა დაჯგუფებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე.
"ვითარება ვორონეჟის ოლქში, ბუგაევკას სასაზღვრო პუნქტზე. 180-მა სამხედრო მოსამსახურემ და მაღალჩინოსანმა იარაღი დაყარა და უარი თქვა "ვაგნერისთვის" წინააღმდეგობის გაწევაზე," - იუწყება "ვაგნერის" ოფიციალური ტელეგრამ არხი.