20 სექტემბერი 2024,   04:09
ვრცლად
"ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია შეისწავლოს და დარწმუნდებიან, რომ არანაირ დარღვევასაც კი ადგილი არ აქვს" - გიგა კობალაძე

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) ყოფილი თავმჯდომარე, გიგა კობალაძე იმ ბრალდებებს პასუხობს, რასაც მის მიმართ როგორც ავტორები, ისე შემსრულებლები აჟღერებენ. ამ წუთებში პარლამენტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. სხდომას ესწრება გიგა კობალაძეც. როგორც მან სხდომის დაწყების წინ განაცხადა, ნებისმიერი ის ბრალდება, რომელიც ისმის, არის გამოგონილი.

"პროკურატურას, თუ ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია შეისწავლოს, არანაირ პრობლემა არ არის და დარწმუნდებიან, რომ არანაირ დარღვევასაც კი ადგილი არ აქვს. ნებისმიერი ის ბრალდება, რომელიც ისმის, არის გამოგონილი. ეს კანონი არა მარტო ჩემი არგუმენტია, საერთაშორისო საზოგადოება, სამი დიდი ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ კანონში არის ისეთი დებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, არღვევს ევროდირექტივებს და რაც ყველაზე მთავარია, აზიანებს ავტორთა უფლებებს. ამიტომ ამ სახით, ამ კანონის მიღება არ შეიძლება. უნდა შეიცვალოს ეს დებულებები, რომ კანონი იყოს ავტორთა საუკეთესო ინტერესები,“ - აცხადებს გიგა კობალაძე.

"გერას" გენერალური დირექტორი, თათო გვარიშვილი ამბობს, რომ სწორედ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტმა უნდა დაიცვას ავტორ შემსრულებლები და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს. 

"ჩვენ ვსაუბრობთ ამ წუთას საქმეზე, ვსაუბრობთ კანონზე, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ავტორ შემსრულებლები. არ ვიცი, ეს ლირიული გადახვევები რუსეთი, კორეა და ჩრდილოეთ კავკასია არ ვიცი რამდენად სწორი და მართებულია. ჩვენ მოსულები ვართ აქ საქმეზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს იმ კანონს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა ქართველი ავტორ შემსრულებლისთვის. მათი უფლებები იქნება დაცული კანონით და არ დარჩებიან კარგი მენეჯერის იმედად,“ - აცხადებს თათო გვარიშვილი.

დღის ამბები