20 სექტემბერი 2024,   03:52
ვრცლად
"საქართველო გაივსო კიკუებით, დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს" - მიტროპოლიტი სტეფანე

პოლიტიკური განცხადებები გააკეთა ამბიონიდან ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა. მეუფე სტეფანემ ქადაგების დროს პრეზიდენტი გააკრიტიკა. 

"დღეს საქართველო გაივსო კიკუებით. კიკუ გახსოვთ, "დათა თუთაშხიაში" რომ არის. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა, ამ კიკუებით გაივსო საქართველო. არა მხოლოდ თავის უმანკოება, არამედ თავის ქვეყნის ღირსებაც შეიძლება შეიწიროს და ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან დაწყებული, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს. ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ მოქმედებებს აკეთებენ, რომ წარმოუდგენელია საბოლოო ჯამში, რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქართველოს. წარმოუდგენელი ამბავია, სად მივყავართ და რატომ მივერეკებით ასე უაზროდ სადღაც. ჩვენ უნდა დავინახოთ, წესი ჩვენი არის უფალი და უფალს მივყავართ, თავისი სამწყსო სასუფევლისკენ და სხვა დანარჩენი, არ არის ჩვენი არც ღირებულება, არც საბრძოლველი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სულებისთვის, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სასუფეველში დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი", - განაცხადა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა.

 

დღის ამბები