20 სექტემბერი 2024,   04:11
ვრცლად
"ჩამოერთვას ლექციების წაკითხვის უფლება და "მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ლევან ბერძენიშვილზე

ლევან ბერძენიშვილს უნდა აეკრძალოს და ჩამოერთვას სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის უფლება და "მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ", - ამის შესახებ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა.

მისი თქმით, "ბერძენიშვილი ბოროტად იყენებს თავის საეთერო დროს და აუდიტორიას, თავისი გამრუდებული გონებით ტვინს ურეცხავს".

"როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილმა არ იკმარა ჩვენი დიდი მეფის - ერეკლე ||-ს შეურაცხყოფა და მისი ისტორიული ღვაწლის დაკნინება ქვეყნის წინაშე, ამჯერად იგი გადავიდა წმინდანების შეურაცხყოფაზე, რითაც ის კიდევ ერთხელ შეეხო ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს! ეს პიროვნება, ბოროტად იყენებს თავის საეთერო დროს და აუდიტორიას, თავისი გამრუდებული გონებით ტვინს ურეცხავს, წამლავს მომავალ თაობებს! მას უნდა აეკრძალოს და ჩამოერთვას სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის უფლება და "მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ!" - აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

დღის ამბები