20 სექტემბერი 2024,   04:01
ვრცლად
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ანსამბლების გაერთიანება "ქართული სიმღერის" პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით შექმნილი ახალი და უპრეცედენტო პროექტი - ანსამბლების გაერთიანება "ქართული სიმღერის" პრეზენტაცია ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გაიმართა. პროექტი აერთიანებს ანსამბლებს, რომლებიც ქართულ ქალაქურ მრავალხმიან სიმღერებს ასრულებენ. ეს ანსამბლებია: "ფორტე", "ქართული ხმები", "შვიდკაცა", "ალილო" და "თეატრალურის კვარტეტი".

მიზანი ძველი სიმღერების მოძიება, კომპოზიტორებთან ერთად ახალ სიმღერებზე მუშაობა და ქართული ქალაქური სიმღერის განვითარებაა. ანსამბლების გაერთიანება საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით შეიქმნა.  


დღის ამბები