20 სექტემბერი 2024,   03:59
ვრცლად
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების თაობაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების თაობაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენცია მიზნად ისახავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემუშავებული ინიციატივების და ჩატარებული რეფორმების შეფასებას, ასევე ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების განხილვას.

კონფერენციის მონაწილეებმა, განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს. კონფერენციას ესწრებიან საკანონმდებლო ორგანოს წევრები, დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

დღის ამბები