03 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

დღის ამბები