03 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენაა მიმართული - თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილის, ოლივია დალტონის განაცხადებით, უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი მიმართულია საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნავენ, აშშ აგრძელებს უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას.

"ამ დახმარების პაკეტით ხელს შევუწყობთ უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციების მხარდაჭერას. დახმარება მოიცავს ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობასა და ჯავშანტექნიკას. ის ასევე გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას, რათა დაიცვას თავისი ხალხი სარაკეტო თავდასხმებისგან, მიაწოდოს უკრაინას დამატებითი ჯავშანტექნიკის სისტემები და საბრძოლო მასალები სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინა ასე ეფექტურად იყენებს ბრძოლის ველზე," - განაცხადა ოლივია დალტონმა

დღის ამბები