რუსთავში კიდევ ერთი ეკოპროექტის განხორციელება იგეგმება. რუსთავის მერია, გარემოს დაცვის სამინისტროსა და შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობს.
ჭალის ტყე რუსთავის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე 320 ჰექტარ ფართობს იკავებს და მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.