20 სექტემბერი 2024,   04:02
ვრცლად
"საქართველოს გაუმარჯოს! ეს არის ნამდვილი ბედნიერება!..." - ანდრონოვი U21 ნაკრების წარმატებაზე

ცნობილი რუსი კომენტატორი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება. ლექსეი ანდრონოვი სოციალურ ქსელში​ წერს, რომ საქართველოს ამ გამარჯვებას ულოცავს. 

მან, თავდაპირველად, დავითაშვილის მიერ ნიდერლანდების კარში გატანილი გოლი გამოაქვეყნა და დაწერა:

"Facebook-ის პოლიცია ამის წინააღმდეგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ამ წარმატებას. ისე ვგულშემატკივრობ, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი".

მოგვიანებით მან ქართველი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ზეიმის კადრებიც გამოაქვეყნა.

"ეს არის ნამდვილი ბედნიერება! უბრალოდ, ნახეთ და გაიგებთ, თუ რა არის ფეხბურთი. რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ასეთ გარემოში არასდროს უთამაშია და ვფიქრობ, ამას ვერც მოვესწრებით. შეიგნეთ და დაფიქრდით ამაზე", - წერს ანდრონოვი.

დღის ამბები