20 სექტემბერი 2024,   04:12
ვრცლად
"თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის" - საქართველოში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

"თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის" - პირველად საქართველოში, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

ევროკავშირის მხარდაჭერილი ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო მიდგომების წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და მიდგომების გაზიარებას სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის.

ღონისძიებას სტუმრები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებიდან ესწრებიან. მომხსენებლებმა სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დღის ამბები