20 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
კასპში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

კასპში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა. ახალ შენობაში, სადაც 20 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის სამუშაო, სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები.

შენობაში განთავსებულია სპორტული დარბაზი, სამზარეულო. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. განყოფილებაში, ასევე გათვლილია სპეციალური სადგომი 4 სპეციალური სახანძრო და სამაშველო ავტომანქანისათვის. წელს სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნა, დაგეგმილია აბასთუმანშიც.

დღის ამბები