04 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
ახალციხის სოფელ წყრუთში, ძლიერმა წვიმამ ორი ოჯახი გარემოს მოწყვიტა

ახალციხის სოფელ წყრუთში, ძლიერმა წვიმამ ორი ოჯახი გარემოს მოწყვიტა. ადიდებულმა წყალმა გაანადგურა სასოფლო სავარგულები და საკარმიდამო ნათესები. წყლის მეორე მხარეს 20-მდე ოჯახის ნათესები დარჩა. 

წყრუთში დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივთა განმარტებით, პრობლემა წლებია აწუხებთ, თუმცა წელს მოსულმა უხვმა ნალექმა დამატებითი პრობლემები შექმნა. 

ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განმარტებით, ხიდის ასაგებად სამუშაოები სოფელში დაწყებული იყო, მაგრამ სტიქიის გამო შეჩერდა.

 "სამუშოები განახლდება გამოდარებისთანავე" - განუცხადა "კურიერს" ახალციხის მერმა.

დღის ამბები