20 სექტემბერი 2024,   03:53
ვრცლად
"არ არის პოლიტიკური დაყოფის დრო, ახლა არის ბრძოლის დრო" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც "მოძრაობა საქართველოსთვის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ნარსია აცხადებს, ახლა პოლიტიკური დაყოფის დრო არ არის და საჭიროა გაერთიანება იმისთვის, რომ ეს მთავრობა შეიცვალოს და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დადგეს.

"ახლა არის ბრძოლის დროს, არ არის პოლიტიკური დაყოფის დრო. ყელა მოქალაქის საქმეა ამათი გაშვება და ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპული და ნათელი მომავალი", - განაცხადა ნიკა ნარსიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

 

დღის ამბები