20 სექტემბერი 2024,   01:18
ვრცლად
მინდა, ეს კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, რომლებიც უკრაინაში დღესაც ჭურვების ქვეშ არიან - პრეზიდენტი

"დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს, თბილისში, ქალთა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე, განვიხილავთ როგორ უნდა ავაშენოთ ახალი მშვიდობა ახალ სამყაროში,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და კონფერენცია უკრაინელ ქალებს მიუძღვნა.

"ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების, მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად. ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ქალებზე, რა თქმა უნდა, ომები და მშვიდობა უშუალოდ ახდენს ზემოქმედებას და მინდა, ეს მეორე კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, რომლებიც დღესაც, წელიწად ნახევრის შემდეგაც, უკრაინაში ჭურვების ქვეშ არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, თბილისის ქალთა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე, განვიხილავთ როგორ უნდა ავაშენოთ ახალი მშვიდობა ახალ სამყაროში,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები