20 სექტემბერი 2024,   01:08
ვრცლად
20-27 ივლისს მესტიაში სვანეთის საერთაშორისო კინო-ფესტივალი 2023 გაიმართება

ისტორიები- სოციალურ, პოლიტიკურ, ოჯახურ თუ სასიყვარულო თემებზე, რომელსაც ქართველი და უცხოელი რეჟისორები მაყურებელს ფილმებით უყვებიან- ეს სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე ხდება, რომელსაც წელს უკვე მესამედ მესტია უმასპინძლებს.

კინოფორუმზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციისთვის სულ 20 ფილმია შერჩეული. უცხოურ ფილმებთან ერთად გამარჯვებისთვის ორი ქართული კინოსურათიც იბრძოლებს. გამარჯვებულ ფილმებს სამ ნომინაციაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი - "ქალღმერთი დალის" პრიზი გადაეცემა.

 სპეციალურად მოწვეულმა 4 კაციანმა ჟიურიმ სრულმეტრაჟიანი მხატვრული პროექტების პრეზენტაციაზე ე.წ Pitching forum- ის კონკურსისთვის წარსადგენი ფილმები უკვე შეარჩია. უცხოელ კინოკრიტიკოს ჟიურის წევრთა რიგებში ქართველი გიორგი ოვაშვილი და არჩილ გელოვანიც აღმოჩნდნენ. მათ კი ვინც სექციაში გამარჯვებულის ტიტულს დაეუფლება კინოფესტივალი ფულად ჯილდოებს გადასცემს

ჰოლივუდიდან პირდაპირ სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე- ამერიკული კინოს ქართველ ვარსკვლავს მერაბ ნინიძეს სპეციალურად მოწვეული სტუმრების სიაში უკვე ელოდებიან. მაყურებელს თავისუფალი კინოჩვენების სექციისთვის შერჩეულ ფილმს სახელწოდებით "პაპანაქება" წარუდგენს თორნიკე გოგრიჭიანიც, რომელიც ამერიკული წარმატების შემდეგ ქართული კინოფესტივალის სახეც გახდა.

კინოფესტივალის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. კინომოყვარულები ფილმების ნახვის გარდა, ქართული ღვინოს დააგემოვნებენ და მის 8000 წლიან ისტორიასაც გაეცნობიან.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს მარიამ ხაჭვანის ფილმი დედე დახურავს. მესტია კინოფორუმს 1 კვირის განმავლობაში 20-დან 27 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

 

დღის ამბები