20 სექტემბერი 2024,   01:21
ვრცლად
ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, თბილისში შეერთებული შტატების საელჩოში საოჯახო პიკნიკით აღნიშნეს

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, თბილისში შეერთებული შტატების საელჩოში საოჯახო პიკნიკით აღნიშნეს.

ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ამერიკულმა და ქართულმა ოჯახებმა, სხვადასხვა აქტივობის ფონზე კიდევ ერთხელ იზეიმეს თარიღი.

2 ათასამდე სტუმარს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანმა უმასპინძლა,  პიკნიკი კი ფეიერვერკით დასრულდა.

"ეს არის ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა.  პიკნიკი, რომელსაც ვზეიმობთ ჩვეული ამერიკული ტრადიციებით. ჰამბურგერები, ჰოთ-დოგები, ოჯახთან ერთად გართობა, ფეიერვერკი და ა.შ. ეს არის დღესასწაული ოჯახებისთვის, უფრო არაფორმალური ტიპის.  მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის სავაჭრო პალატას ჰყავს არაჩვეულებრივი წევრები, რამდენიმე დღის წინ გვქონდა ოფიციალური მიღება და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ მიღებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ძალიან ბევრი მინისტრი და უამრავი პარტნიორი მეგობარი,"-აცხადებს კელი დეგნანი. 

დღის ამბები