07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ ფრონტზე ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინული ძალები წინ მიიწევენ. რუსული ძალები კი ავდიივკას, ლიმანისა და მარინკას მიმართლებებზე ცდილობენ დაწინაურებას.

ღამით ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

რუსული ჯარების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

დაიბომბა სუმის ოლქის დასახლებები.

აფეთქებები დაფიქსირდა ხმელინცკისა და ზაპოროჟიას ოლქებში.

დღის ამბები