20 სექტემბერი 2024,   01:08
ვრცლად
მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების პირველი მაღაზია ერთი წლისაა

მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა ხელნაკეთი ნივთების პირველი მაღაზია ერთი წლისაა. "რე-მარკეტი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროექტია, რომლის მიზანიც მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობაა.

ერთი წლის განმავლობაში პროექტში 147 მსჯავრდებული ჩაერთო, მათი შემოსავალი კი ჯამში 37 000 ლარს შეადგენს.

რესოციალიზაციის მარკეტი დასაქმებულებს საშუალებას აძლევს გაყიდონ უმაღლესი ხარისხის ტყავის ჩანთები, საფულეები, სამაჯურები და სხვა აქსესუარები. "რე-მარკეტის" მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო.

 

დღის ამბები